ახალი ამბები
ბორჯომის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა არ განახლებულა
ბორჯომი-თბილისის და ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით, მატარებლების მოძრაობა არ განახლებულა.

ტელეკომპანია „ბორჯომს“ საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რომ დღეს, უწყებამ მატარებლების მოძრაობა, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით აღადგინა.


სარკინიგზო, სამგზავრო მიმართულებები აღდგა ზუდიდის, ფოთის და ბათუმის მიმართულებით. მხოლოდ დღის მატარებლებმა განაახლეს მუშაობა.

„ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღდგება მგზავრების გადაყვანა სხვა მიმართულებებზე, მათ შორის განაახლებს მოძრაობას ბორჯომი-თბილისის და ბორჯომი-ბაკურიანის სამგზავრო მატარებლები. ამ დროისთვის მიჭირს ზუსტი რიცხვის დასახელება, კონკრეტულად როდის ამოძრავდება მატარებლები ამ მიმართულებებზე. დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ჩვენც ძალიან გვინდა, რომ მოვემსახუროთ ჩვენ ერთგულ მგზავრევბს, რაც შეიძლება სწრაფად“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის, მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.


Print