ახალი ამბები
გადახდილი სახურავები, დაზიანებული მანქანები - სტიქია ბორჯომში
ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა ბორჯომში. სტიქია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე მეტად ქალაქი დაზარალდა.
ახალი უბნის და ლიკნის დასახლებებში ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები გადახადა. ახალ უბანში საცხოვრებელი კორპუსის მოხდილი სახურავი ეზოში მდგომ ავტომანქანას დაეცა. ლიკანში კი ასევე ავტომანქანა დააზიანა მოტეხილმა ხემ. განადგურდა ნარგავები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.


ადგილზე მუშაობს ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი. დეტალებს 20:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვებაში "დღის ამბები" შემოგთავაზებთ.





Print