ახალი ამბები
ბორჯომში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოები იწყება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში მოგვარდება ის პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც თემმა აირჩია. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აღნიშნული პროცესი არ შეფერხებულა.

საპროექტო დოკუმენტაციების ნაწილი უკვე მომზადებულია, ხოლო სრულად მზად იქნება ორი კვირის ვადაში.

თვითმმართველობაში აანონსებენ, რომ აქტიური სამუშაოები ივნისის ბოლოდან დაიწყება.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, მიმდინარე წელს, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 912 000 ლარი დაიხარჯება.

Print