პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა
ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა.
" შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა/გამაგრება, რომლის მიზანია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების "ბორდერიზაციის" გაძლიერება ან გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, რომ მიიტაცოს საქართველოს ტერიტორია", – განაცხადა ელჩმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარის ცენტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ყალბი ბრალდებები განხილვასაც არ იმსახურებს.

"აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას, კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის შესახებ. მოსკოვი კიდევ ერთხელ ცრუობს საქართველოში ღრმადპატივცემული კვლევის ინსტიტუტის, რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ და ამჯერად ის ამას სერიოზული პანდემიის ფონზე აკეთებს," - განაცხადა გილმორმა, "სიმართლე ისაა, რომ ლუგარის ცენტრი სწორედ ისეთი დაავადებების აღმოსაჩენად და გასაკლავებლად შეიქმნა, როგორიც "კოვიდ 19"-ია. მოსკოვის ცრუ ბრალდებები ამ საბჭოზე განხილვასაც კი არ იმსახურებს,"- აღნიშნა ჯეიმს გილმორმა.


ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ საქართველო ნატოში მივიღოთ - ადამ კინზინგერი

აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს

Print