ახალი ამბები
ოპოზიციური პარტიები 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ
ოპოზიციური პარტიები საგანგებო მდგომარეობის დროს დაწერილი 3 000 ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ. ეს საკითხი გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეახსენეს. ოპოზიციის მოთხოვნას იზიარებან ბორჯომშიც. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ჯარიმების განულება შესაძლოა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გამოიყენოს და ამით ქულები დაიწეროს. რაც შეეხება მოსახლეობას ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები თვლიან, რომ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდა გაუჭირდებათ.
Print