ახალი ამბები
უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის თანხის გაცემა დაიწყება
რემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ.
"ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით.

ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1-ელ აპრილს, ან 1-ელ მაისს. ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ყველა ადამიანი, რომელსაც ამის საჭიროება ექნება და ეს დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს", - განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


Print