ახალი ამბები
ბორჯომი ტურისტების მოლოდინში
15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მიღებას შეძლებს. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

ტურისტების მოლოდინში არიან ბორჯომში ადგილობრივები. მოსახლეობის უმრავლესობისთვის სწორედ ტურიზმია შემოსავლის ერთადერთი წყარო.

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ კორონავირუსის ფონზე ტურისტების შემოსვლა საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები.



Print