ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაზე მუშაობა დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროკავშირის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

„მონაწილეებმა ბორჯომისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები, ასევე გამოკვეთილია ის ტიპიური ბიზნესები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია რეგიონში. COVID-19 პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი გახდა, მისი ასახვაც მომხდარიყო აღნიშნულ დოკუმენტში. თემას ერთი ქვეთავი დაეთმო – „COVID-19-ის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა და საჭირო ქმედებებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის (EU) დაფინანსებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Print