ახალი ამბები
23 მაისიდან ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა
23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება
როგორც ცნობილია, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ანუ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კარანტინის გამო ბევრი ავტომფლობელი, ვისაც სწორედ ამ პერიოდში უწევდათ ტექინსპექტორების გავლა,
ვერ ახერხებდა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარებას. 23 მაისიდან ტექინსპექტირების გავლა მათთვისაც სავალდებულო ხდება და ასეთმა მძღოლებმა უნდა მაემზადონ და ტექინსპექტირება გაატარონ თავიანთ ავტომობილს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში.
როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
2. სამუხრუჭე აღჭურვილობა
3. საჭით მართვის სისტემა
4. ხილვადობა
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
7. შასი და მისი შემადგენლები
8. სხვა მოწყობილობები
9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)
10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.


Print