ახალი ამბები
რა იციან ფერმერებმა მთავრობის მიერ დაწესებულ მიწის რეგისტრაციასა და შეღავათებზე
მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ფერმერები სახელმწიფოსგან სხვადასხვა ტიპის დახმარებას მიიღებენ. ასევე მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიწის ყველა ფართობი სრულად უნდა იყოს აღრიცხული და რეგისტრირებული. დაწესებული შეღავათებით და დახმარებებით ის ფერმერებიც ისარგებლებენ, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

რა იციან დაანონსებული შეღავათების შესახებ, ვის უნდა მიმართონ მიწების დასარეგისტრირებლად და როგორ ისარგებლონ შეღავათებით. ამ კითხვებით სოფელ ქვაბისხევს ვესტუმრეთ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიწებს ამუშავებს. ადგილობრივებმა ჯერ არ იციან რა შეღავათები ეკუთვნით ან ვის უნდა მიმართონ პროგრამაში ჩასართავად.
Print