ახალი ამბები
დაგვიანებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სოფელ მზეთამზეში
“ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ფერმერები რომელთაც აქვთ დარეგისტრირებული მიწა 1 ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ” - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. თუმცა დახმარების მიღებამდე ბორჯომში სოფელ მზეთამზის მოსახლეობას მიწების დამუშავების პრობლემა აქვს. დაგვიანებული ტექნიკა, გაზრდილი გადასახადი და აუთვისებელი მიწები. ადგილობრივები შეღავათებს და დახმარებას ითხოვენ.
Print