ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში მოთავსებული ორი მოქალაქის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია
ბორჯომის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ტესტის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებამ ამ წუთებში მიიღო.
ორივე პასუხი უარყოფითია. 35 წლამდე ქალბატონი უკვე გაეწერა ბინაზე, ხოლო 18 წლის გოგო სავარაუდოდ ხვალ დატოვებს ცხელების ცენტრს" - ამბობს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ორივე ახალგაზრდა ქალი ბორჯომის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით 5 მაისს მოათავსეს, ხოლო 6 მაისს ცენტრს კიდევ ერთი პაციენტი დაემატა. სამივე მათგანი ბორჯომელია.  ასევე, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად არის გაგზავნილი ამ 40 წლამდე ახალგაზრდა კაცის ბიოლოგიური მასალა. მისი ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
Print