ახალი ამბები
ახალქალაქი-ჭიხარულა-ბალანთის გზის მოასფალტება იწყება
ახალქალაქი-ჭიხარულა-ბალანთის გზის მოასფალტება იწყება.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, ბორჯომის მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სულ 3,5 კმ. გზის ნაწილი მოასფალტდება. რეგიონული განვითარების ფონდიდან სამუშაოების 80% დაფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი დარჩენილი 20% გამოიყოფა. სულ გზის რეაბილიტაციაზე 2 100 000 ლარი იხარჯება.


გზის მოასფალტების ორივე ეტაპის სამუშაოების დასრულება, ივლისის ბოლოს არის დაგეგმილი.



Print