ახალი ამბები
ხაშურში ღია ბაზარმა მუშაობა განაახლა
დღეიდან ხაშურის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა მხოლოდ გარე ბაზარი. მომხმარებლებს და გამყიდველებს შესაბამისი წესების დაცვა მოეთხოვებათ. ბაზრის ხელმძღვანელის ინფორმაციით ტერიტორიაზე სხვა ობიექტების გახსნა ეტაპობრივად იგეგმება.

Print