ახალი ამბები
6-7 მაისს მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა
6 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდებე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.
"ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს".

Print