221 პაციენტი გამოჯანმრთელდა - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ამ დროისთვის 221 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა.კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი. 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print