Error
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე აისახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.
Print