ახალი ამბები
ესპანეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოკაციებზე 6 მილიონი პირბადის დარიგებას აპირებს, 7 მილიონი პირბადე კი ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაეცემა.

შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსის 216 500 მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25 000-ს აჭარბებს.
Print