ახალი ამბები
ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა
ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს რამდენიმე საათის წინ დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
Print