ახალი ამბები
,,ერთი კვირის შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა'' - თენგიზ ცერცვაძე
მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმყოფება თუ არა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში.

მისივე თქმით, აღნიშნული „ზუსტად არავინ იცის და ყველა ვარაუდს გამოთქვამს“.

ცერცვაძის თქმით,ის ფიქრობს, რომ ერთი კვირის შემდეგ უკვე იქნება პლატო და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა.

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ახლა ძალიან დიდ რისკია საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ოქროს შუალედი უნდა მოინახოს, რომ შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, უკან არ შემობრუნდეს ეპიდემია.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დარჩნენ სახლში.
Print