ახალი ამბები
178 გამოჯანმრთელებული ადამიანი საქართველოში
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 517-ს შეადგენს.
Print