ახალი ამბები
დახურული კაფე-რესტორნები და არშემდგარი გატანის სერვისი
ბორჯომში თითქმის ყველა კაფე-რესტორანი დაკეტილია. ქალაქის ცენტრში მდებარე სამი რესტორანი გატანის სერვისით ცდლილობს მუშაობას, თუმცა როგორც მეპატრონეები ამბობენ მოთხოვნა ძალიან მცირეა, ზარალი კი დიდი. რესტორნების მეპატრონეებმა არ იციან როდის შეძლებენ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ისინი იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ სახელმწიფოსგან დაწესებული გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. როგორი იქნება ზაფხული საკურორტო სეზონი-პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
Print