ახალი ამბები
დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს , საბუთის წარდგენის გარეშე გადაეცემათ 200- ლარიანი დახმარება
დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დამქირავებელი გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, ამ პირთა სიას დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვეში 200- ლარიანი დახმარების გაცემა ამ სიების მიხედვით მოხდება.
Print