ახალი ამბები
ამერიკის მთავრობა საქართველოს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia საქართველოს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.
ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია",- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

Print