ახალი ამბები
რა შემთხვევაში ჩაიკეტება ახალდაბა
ამჟამად, ახალდაბაში სამართალდამცველები პატრულირებას ახორციელებენ. შსს-ს წარმომადგენლები იმ პერიმეტრს აკონტროლებენ, სადაც კოვიდინფიცირებულის ოჯახი ცხოვრობს. ჩაკეტილია აღნიშნული უბანი. ხოლო ახალდაბის ჩაკეტვის საკითხი იმ შემთხვევაში განიხილება, თუ კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტებს COVID 19 დაუდასტურდებათ. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა.



ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა. 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ საბაჟოზე მუშაობდა და შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. როგორც დაბაში ამბობენ, ინფიცირებული მშობლებთან, ახალდაბაში, რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან ჩამოვიდა. მალევე ის ბაკურიანის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.


Print