ახალი ამბები
კორონავირუსის მეორე შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა სოფელში გუშინ დაფიქსირდა.

სოფელში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და ხიდისყურის ყველა შემსვლელ და გამსვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

შსს-ს ინფორმაციით „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კოვიდ 19-ის დაფიქსირებული შემთხვევის გამო, გავრცელების ლოკალიზების მიზნით, ამ ეტაპისთბის მყისიერად გამკაცრდა საპოლიციო კონტროლი, ხოლო დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ საბჭო მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას“.

Print