ახალი ამბები
სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით ახანგრძლივებს
სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქით“ მიმართვისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ზომის მიღება გარდაუვალია.

იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, ის მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სომხეთში დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა.

გუშინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტიგრან ტოროსიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება.
Print