ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 233 ადამიანია დაინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 233-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეებიდან კი 3 აქვს დადასტურებული კორონავირუსი. 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.
Print