ახალი ამბები
ბორჯომის აგრარული ბაზარი გადაწყვეტილების მოლოდინში
ბორჯომის აგრარული ბაზარი დღეს,  10 აპრილს უნდა გახსნილიყო, თუმცა ბაზარში მისულ ადგილობრივებს  ობიექტი დაკეტილი დახვდათ. შენობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბაზარში არსებულ სანიტარულ მდგომარეობას და ბაზრებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებას გაეცნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაზრის ადმინისტრაციას მითითებები მისცეს, რომლის შესრულებასაც ადმინისტრაცია და მოვაჭრეები დღესვე შეუდგნენ.
ბორჯომის აგრარული ბაზარი 8 აპრილს დაიკეტა.


Print