ახალი ამბები
,,საწვავზე ფასები 30-35 თეთრით არის შემცირებული'' - ვანო მთვრალაშვილი
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების შემცირება გაგრძელდება. ფასები ბოლო პერიოდში 30-35 თეთრით არის შემცირებული.



„ფასები ბოლო პერიოდში შემცირებულია 30-35 თეთრით და ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებით და ბოლო პერიოდში ლარის შედარებით გამყარებით, დოლართან მიმართებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის მოხმარება და გაყიდვა კოვიდ 19-ის გამო ქვეყანაში საშუალოდ 40%-ით არის შემცირებული“
Print