ახალი ამბები
თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2021 წლის ნაცვლად 2022-ში უმასპინძლებს
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენებია.

FIBA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო. ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის (FIBA EuroBasket 2021) განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად საქართველოც იქნება. თბილისში კი საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
Print