ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 230 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.

ინფორმაციისთვის, 230 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
Print