ბორჯომის აგრარული ბაზარი ხვალ, 10
აპრილს გაიხსნება. იქამდე კი ტერიტორიის დალაგება და
დეზინფექცია მიმდინარეობს. ბაზარი და ბოსტნეულით მოვაჭრე
ყველა ობიექტი ბორჯომში 8 აპრილს დაიხურა. მერის მოვალეობის
შემსრულებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში ვაჭრობდნენ,
ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას სთავაზობს.