ახალი ამბები
100- მილიონიანი შემოწირულობა ივანიშვილმა Stopcov ფონდში გადარიცხა
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს რომ  ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.

ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.

ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს შეადგენს.


Print