ახალი ამბები
"კორონავირუსს ყველა მოიხდის" - ლევან რატიანი
"კო­რო­ნა­ვირუ­სი არის აუ­ცი­ლებ­ლად მო­სახ­დე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა მო­ი­ხა­დოს" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რმა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ვირუსს 80% აკ­ლი­ნი­კუ­რი, ხოლო 20% კი - სა­შუ­ა­ლო, მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მით მო­იხ­დის.

"რო­გორ ჩემ­თვის, ასე­ვე წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის უც­ნო­ბია ამ ვირუ­სის სტრა­ტე­გია. ვი­ცით მხო­ლოდ ერთი რამ, რომ ეს მო­სახ­დე­ლი და­ა­ვა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა მო­ი­ხა­დოს, დღეს არ­სე­ბულ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ. 80% მო­იხ­დის აკ­ლი­ნი­კუ­რი ფორ­მით, 20% - სა­შუ­ა­ლო, მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მით.

იცით "ბე­ცეჟე" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ რო­გო­რი ბუ­მია სამ­ყა­რო­ში წა­მო­სუ­ლი. ალ­ბათ ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­უ­მარ­თლა კა­ლენ­და­რულ აც­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი ძა­ლი­ან დიდი იმე­დია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პან­დე­მი­ას მსუ­ბუ­ქად გა­და­ივ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლე­ბელ პე­რი­ოდს, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ეს არის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გია. გა­აჩ­ნია ორ­გა­ნიზმს, რა გან­წყო­ბა ექ­ნე­ბა და რის­კენ მივ­დი­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი.

მე ერთი რამ შე­მიძ­ლია გირ­ჩი­ოთ, სულ ვუ­ყუ­რებ გა­და­ცე­მებს და ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მეც­ნი­ე­რებს, ვინც ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­შია მო­ნა­წი­ლე­ობს და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სა­ვა­ლი ორ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი, ეს არის სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გია და მე­ო­რე, ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა. ამი­ტომ ვი­ყოთ კარგ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბა­ზე" - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.
Print