ახალი ამბები
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 822-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 52 პაციენტს დაუდგინდა და საერთო ჯამში, დაავადებულთა რიცხვი 822-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანaში Covid 19-ს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 57 კი გამოჯანმრთელდა.

მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მწვავე პნევმონიით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 25 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში ინფიცირებული 500 პაციენტი საერთოდ არანაირ მკურნალობას არ იღებს, რადგან ვირუსი ძალიან მსუბუქ ფორმებში აქვთ.
Print