ახალი ამბები
სპეციალური რეისით ლონდონიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. 180 მგზავრი ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" ჩამოიყვანა.

საქართველოს მოქალაქეებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური აღჭურვილობით მედიკოსები დახვდნენ, თერმოსკრინინგის შემდეგ კი მგზავრები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.მედიკოსების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ტემპერატურა დაუფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდებათ.

აჭარაში 25 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2050 მოქალაქე იმყოფება.
Print