ახალი ამბები
რეგიონიდან ყველაზე მეტი პირი თვითიზოლაციაში ბორჯომში იმყოფება
ბორჯომში თვითიზოლაციაში 7 მოქალაქე იმყოფება. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი მოქალაქე ოზლირებულად სწორედ ამ მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება რეგიონის მონაცემებს:

ახალციხეში - 4 პირი
ადიგენი - 1 პირი
ნინოწმინდა - 2 პირი
ახალქალაქი - 6 პირი


ჯამში, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.
Print