ახალი ამბები
საკონტროლო გამშვები პუნქტები ახალციხესა და თელავშიც მოეწყობა
საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის შემდეგ, საკონტროლო გამშვები პუნქტები ახალციხის და თელავის შესასვლელებშიც მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შეგახსენებთ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.


Print