ახალი ამბები
ფაქტობრივად ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს - გიორგი გახარია
ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამგანაცხადა. "კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.

მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების საფუძველი არ არის.


Print