ახალი ამბები
„ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია“-ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს ,,ჯეომილის“ წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

„ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგებიც საკმარისია. ჩვენს მიერ შემუშავებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოების და ფასის მონიტორინგი.

როგორც შპს „ჯეომილის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ბეჟაშვილმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს.

წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 500 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, მთელ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შეზღუდვების მოხსნა და პრევენციული
ღონისძიებები, რომლებსაც მოსახლეობა აღარ იცავს, ფორმალურად ხდება
პირბადის და სხვა დამცავი
10:38 / 03.06.2020
შეზღუდვების მოხსნა და პრევენციული ღონისძიებები, რომლებსაც მოსახლეობა აღარ იცავს, ფორმალურად ხდება პირბადის და სხვა დამცავი
კორონავირუსის პანდემიის გამო,
ბაკურიანის პარკის რეაბილიტაცია გადაიდო.
13:50 / 02.06.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბაკურიანის პარკის რეაბილიტაცია გადაიდო.
დღეიდან საქართველოში ყველა სახის
ღია მაღაზია გაიხსნა, მათ შორის მოლები. მუშაობა განაახლა ბორჯომში
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებმაც.
17:31 / 01.06.2020
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია გაიხსნა, მათ შორის მოლები. მუშაობა განაახლა ბორჯომში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებმაც.
 
ჯანდაცვის სამინისტრომ  ახალი
კორონავირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
სასტუმროებისათვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
04:35 / 01.06.2020

 

ჯანდაცვის სამინისტრომ  ახალი კორონავირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასტუმროებისათვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
პირველად ისტორიაში კერძო ხომალდი
კოსმოსში SpaceX -მა და NASA-მ გაუშვეს.
05:52 / 31.05.2020
პირველად ისტორიაში კერძო ხომალდი კოსმოსში SpaceX -მა და NASA-მ გაუშვეს.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 10 - 21 °C
img
ახალციხე 10 - 21 °C
img
თბილისი 14 - 29 °C
img
ასპინძა 9 - 25 °C
img
ახალქალაქი 6 - 16 °C
img
გამოკითხვა
ტურისტების ჩამოსვლა ბორჯომსა და ბაკურიანში
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4366
GBP
GBP
1
3.8671
TRY
TRY
1
0.4542
USD
USD
1
3.0772
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.