ცხოვრება შიშის ქვეშ და დახმარების 22- წლიანი მოლოდინი
ბორჯომში,სოფელ ლიკანში,გიორგი არუთინიანი 22 წელია დახმარებას და საყრდენი კედლის გამაგრებას ითხოვს. დახმარება ვერ მიიღო თუმცა ამ წლების მანძილზე სახლს ბზარები ემატება და აქ ცხოვრება დღეის მდგომარეობით სახიფათოა.გიორგი არუთინიანის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა,მას საკუთარი ხარჯებით საყრდენი კედლის გამაგრება არ შეუძლია.როგორც ამბობს,წასასვლელი არსად აქვს და სახლს არ დატოვებს.
Print