ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ეზოში კიდევ ერთი კარავი მოეწყო
ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, კოვიდ ტესტირებისთვის დამატებითი სივრცე მოეწყო, ეზოში  კიდევ ერთი კარავი დაიდგა, რომელშიც სამი სამედიცინო ჯგუფი იქნება განთავსებული, ორი ჯგუფი სწრაფ ანტიგენ ტესტზე იმუშავებს, ერთი ჯგუფი კი პისიარ ტესტირებისთვის აიღებს ნიმუშებს.
ჯეო ჰოსპიტალში დღეში დაახლოებით 150 სწრაფი და ამავე რაოდენობის პისიარ ტესტი კეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის თქმით, ბოლო პერიოდში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატება შეინიშნება.

რაც შეხება ვაქცინაციას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოფლებში ადგილობრივ აბულატორიებს დაევალოთ მოსახლეობის აცრა. რაც შეეხება ,,ჯეო ჰოსპიტალს,“ სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით სამივე სახის ვაქცინაზე მომართვიანობა არის მაღალი, მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში, ამცრელთ ჯგუფს შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი ჯგუფი.


Print