ბორჯომი-ბაკურიანი-ტაბაწურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი- (ტაბაწყური) ახალქალაქის  საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი, გვიან შემოდგომაზე თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩაიკეტა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.


Print