ყველაზე ლამაზი დაავადება

ჰეტეროქრომია თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობაა. მას მელანინის სიჭარბით ან ნაკლებობით ხსნიან. არსებობს სამი სახის ჰეტეროქრომია:
1.მთლიანი ჰეტეროქრომია - ორივე თვალს სხვადასხვა ფერი აქვს, მაგალითად, ერთი თაფლისფერი და მეორე ცისფერი.

2.ნაწილობრივი ჰეტეროქრომია - ერთ თვალში ორი ან მეტი ფერი შეინიშნება.
3.ცენტრალური ჰეტეროქრომია - გუგის გარშემო თვალი თალისფერია და კიდეებისკენ კი სხვა ფერი აქვს.

თუ ჰეტეროქრომია მომავალში განვითარდა, ეს უკვე თვალის დაავადების ნიშანია შეძენილი ჰეტეროქრომიას რამდენიმე წარმოშობა აქვს. ეს შეიძლება იყოს ისეთი პათოლოგიის გამო, როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა ან თუნდაც ვაარდენბერგის სინდრომი. ჰეტეროქრომიის მიზეზი შეიძლება იყოს თვალის ქრონიკული ანთებაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანთება არის უვეიტი, რომელიც გავლენას ახდენს პაციენტის წამწამებზე და ირისზე, ეს შეიძლება ასოცირდეს კატარაქტთან. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას, თუნდაც მცირედ, უმჯობესია ეწვიოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ თვალის გამოკვლევებს. ეს ვარიანტი სამწუხაროდ ცოტა არ იყოს დამთრგუნველია.
თუმცა ეს ჯადოსნური სანახაობაა, ასეთ დროს თვალის გუგები სხვადასხვა ფერისაა. ჰეტეროქრომირებულ მდგომარეობაში თუ იბადება ადამიანი ან ცხოველი ეს საპრობლემო სულაც არაა, პირიქით ეს არის ღვთისგან ჯილდო, განსაკუთრებული სილამაზისა.



Print