წყვილმა 500 ათასი დოლარად შეფასებული ნახატი დააზიანა

სამხრეთ კორეელმა წყვილმა უნებურად გადახატა ხელოვნების ნიმუში, რომლის ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს.

ნახატის ავტორი ამერიკელი მხატვარი JonOne -ეა. როიტერი იტყობინება, რომ ნამუშევარი გამოიფინა სეულში, Lotte World Mall- ის გალერეაში. მის ქვეშ იყო საღებავები და ფუნჯები, როგორც ინსტალაციის ნაწილი მხატვრის კარიერის სიმბოლო .

წყვილს ეგონა რომ საღებავი განზრახ დატოვეს, რომ ყველა დაინტერესებულ ვიზიტორს მონაწილეობა მიეღო კოლექტიური ნახატის შექმნაში. როგორც გაირკვა  მათ ადრეც ჰქონიათ ანალოგიური შემთხვევა.

"ვანდალები" დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ ჩანაწერების შემოწმების შემდეგ, პოლიციამ წყვილის დაკავება მოახერხა. თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს: გალერეამ გადაწყვიტა წყვილები არ დაედანაშაულებინა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ნახატის გარშემო დამონტაჟდა ღობე და ამკრძალავი ნიშნები.

 

Print