საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ინციფირებული გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი - 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკული სამი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ენდელაძემ


Print