კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აპრილის შემდეგ ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, ახალი შემთხვევების ყველაზე მეტი მაჩვენებელი 16 აპრილს დაფიქსირდა, როცა კოვიდ-19-ით 42 ადამიანი დაავადდა.

ამჯერად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1548 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელდა 1270 პაციენტი, გარდაიცვალა 19, კორონავისრუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობაა 259.

სამწუხაროდ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაც არაა დამაიმედებელი. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა გასულ თვესთან შედარებით მართალია იკლო, თუმცა მაინც ძალიან მაღალია.

გუშინ მსოფლიოში კორნავირუსით 260 004 ადამიანი დაავადდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 291 896 ადამიანი - 31 ივლისს დაფიქსირდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთშია.

Print