როდის გვექნება კორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსით ინფირებულთა რაოდენობა მსოფლიოში კვლავ იზრდება. მხოლოდ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 259 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე დროს სხვადასხვა ქვეყნებში მკვლევარი მედიკოსები გამალებით მუშაობენ კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის, თუმცა დღემდე არაა დადასტურებული არც ერთი ვაქცინა, რომელიც ორგანიზმის კორონავირუსისაგან დაცვას შეძლებდა.

მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ანუ 12 -18 თვის შემდეგ იმ პერიოდიდან, როცა პირველად გაჩნდა ვირუსი სახელწოდებით - Sars-CoV-2.

ეს იქნება უდიდესი სამეცნიერო გმირობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაქცინა იმუშავებს. დღეს ბუნებაში 4 ტიპის კორონავირუსი არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანის ვაქცინა ჯერ გამოგონებული არ არის.

რა ეტაპზეა ვაქცინაზე სამუშაო პროცესი ახლა?

სხვადსხვა ქვეყნებში მრავალმა კვლევითმა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა პოტენციური ვაქცინები, თუმცა გაცილებით მეტი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა:

1. გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ცხადია, ის არ იქნება სასარგებლო, თუკი უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ადამიანებს.
2. უნდა მოხდეს ვაქცინის მასობრივი წარმოება. უნდა შეიქმნას ვაქცინის მილიარდობით დოზა, რომ ეფექტური იყოს მისი გამოყენება.
3. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს ვაქცინა გამოყენებამდე .
4. და ბოლოს, მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია იქნება დიდი ლოჯისტიკური გამოწვევა.

გარდა ამისა, იმის გასაგებად, ვაქცინა მოქმედებს თუ არა, საჭიროა ადამიანი რეალურად დაავადდეს. ვაქცინის წარმატების გასარკვევად, იდეა - ადამიანები ვაქცინის მიცემის შემდეგ მიზანმიმართულად დააინფიცირონ - საკმაოდ საშიში და არაეთიკურია.

რამდენი ადამიანია საჭირო იმუნიზაციისათვის?

ითვლება, რომ მსოფლიოში ადამიანების 60-70% -ს ვირუსის იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ შეჩერდეს ვირუსის გავრცელება. (ცნობილი ჯოგური იმუნიტეტი). ეს მილიარდობით ადამიანია მთელს მსოფლიოში. და თუნდაც ვაქცინა ძალიან წარმატებული იყოს - მილიარდობით ადამიანის იმუნიზაცია სულაც არაა მარტივი.

პირველ რიგში ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა ?
თუ ვაქცინა შემუშავდა, თავიდან მაინც იქნება შეზღუდული მარაგი, ასე რომ, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა , ვის მიენიჭბა პრიორიტეტი ვაქცინის მისაღებად?

ცხადია, პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც შედიან კონტაქტში Covid-19 -თ ინფიცირებულ პაციენტებთან. ასევე დაავადების რისკ-ჯგუფია ხანდაზმულები, ამიტომ მათი იმუნიზაცია ეფექტური იქნებოდა ამ ასაკობრივ ჯგუფში.

მასალა მომზადებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით.


Print