როდის გვექნება კორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსით ინფირებულთა რაოდენობა მსოფლიოში კვლავ იზრდება. მხოლოდ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 259 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე დროს სხვადასხვა ქვეყნებში მკვლევარი მედიკოსები გამალებით მუშაობენ კოვიდ -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის, თუმცა დღემდე არაა დადასტურებული არც ერთი ვაქცინა, რომელიც ორგანიზმის კორონავირუსისაგან დაცვას შეძლებდა.

მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ანუ 12 -18 თვის შემდეგ იმ პერიოდიდან, როცა პირველად გაჩნდა ვირუსი სახელწოდებით - Sars-CoV-2.

ეს იქნება უდიდესი სამეცნიერო გმირობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაქცინა იმუშავებს. დღეს ბუნებაში 4 ტიპის კორონავირუსი არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანის ვაქცინა ჯერ გამოგონებული არ არის.

რა ეტაპზეა ვაქცინაზე სამუშაო პროცესი ახლა?

სხვადსხვა ქვეყნებში მრავალმა კვლევითმა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა პოტენციური ვაქცინები, თუმცა გაცილებით მეტი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა:

1. გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ცხადია, ის არ იქნება სასარგებლო, თუკი უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ადამიანებს.
2. უნდა მოხდეს ვაქცინის მასობრივი წარმოება. უნდა შეიქმნას ვაქცინის მილიარდობით დოზა, რომ ეფექტური იყოს მისი გამოყენება.
3. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს ვაქცინა გამოყენებამდე .
4. და ბოლოს, მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია იქნება დიდი ლოჯისტიკური გამოწვევა.

გარდა ამისა, იმის გასაგებად, ვაქცინა მოქმედებს თუ არა, საჭიროა ადამიანი რეალურად დაავადდეს. ვაქცინის წარმატების გასარკვევად, იდეა - ადამიანები ვაქცინის მიცემის შემდეგ მიზანმიმართულად დააინფიცირონ - საკმაოდ საშიში და არაეთიკურია.

რამდენი ადამიანია საჭირო იმუნიზაციისათვის?

ითვლება, რომ მსოფლიოში ადამიანების 60-70% -ს ვირუსის იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ შეჩერდეს ვირუსის გავრცელება. (ცნობილი ჯოგური იმუნიტეტი). ეს მილიარდობით ადამიანია მთელს მსოფლიოში. და თუნდაც ვაქცინა ძალიან წარმატებული იყოს - მილიარდობით ადამიანის იმუნიზაცია სულაც არაა მარტივი.

პირველ რიგში ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა ?
თუ ვაქცინა შემუშავდა, თავიდან მაინც იქნება შეზღუდული მარაგი, ასე რომ, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა , ვის მიენიჭბა პრიორიტეტი ვაქცინის მისაღებად?

ცხადია, პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც შედიან კონტაქტში Covid-19 -თ ინფიცირებულ პაციენტებთან. ასევე დაავადების რისკ-ჯგუფია ხანდაზმულები, ამიტომ მათი იმუნიზაცია ეფექტური იქნებოდა ამ ასაკობრივ ჯგუფში.

მასალა მომზადებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი Arcturus-ი, იგივე XBB.1.16
მსოფლიოს 29 ქვეყანაში დადასტურდა. ახალი შტამი ომიკრონის ახალ
ქვევარიანტად მიიჩნევა.
09:58 / 18.04.2023
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 მსოფლიოს 29 ქვეყანაში დადასტურდა. ახალი შტამი ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს,
10:19 / 05.02.2023
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს,
როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ
დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას, - ამ თემაზე
სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის
ბორჯომში ტრენინგი გაიმართა.
15:09 / 06.10.2022
როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას, - ამ თემაზე სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის ბორჯომში ტრენინგი გაიმართა.
Covid 19-ის, მათ შორის რუტინული
იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა
გაიმართა.
14:19 / 16.09.2022
Covid 19-ის, მათ შორის რუტინული იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა,
12:27 / 06.09.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.